2015-05-11 11:39:08, 329 ნახვა
საზოგადოება
NDI–ის გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს
NDI–ის საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 44% საქართველოში ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად „ნაციონალურ მოძრაობას“ მიიჩნევს. 6% „თავისუფალ დემოკრატებს“ ასახელებს, 5% კი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“.ეს არის გამოკითხულთა პირველი არჩევანის მაჩვენებელი. შემდეგ მოდის, "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო"-4%, "ლეიბორისტული პარტია"-3%, "ქართული ოცნება-დემორკატიული საქართველო"-2%, "თავისუფალი საქართველო" 1%. პასუხად "არც ერთს" გამოკითხულთა 23% ამბობს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან