11:23 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 17:42:47, 1214 ნახვა

სხვადასხვა
რომელი კერძი მიირთვა ჰიტლერმა სიკვდილის წინ

ისტორიკოსმა შტეფან დიტრიხმა, ადოლფ ჰიტლერის მზარეულ–დიეტეოლოგის კონსტანცია მანციარლის წერილები გაშიფრა.

გამოცემა Focus–ის ინფორმაციით, წერილებში აღწერილია ჰიტლერის რაციონი და ის კერძი, რომელიც მან სიკვდილის წინ მიირთვა.

1944 წელს ფიურერმა მანციარლი გაიცნო, რომელიც სამხედრო საავადმყოფოს სამზარეულოში მუშაობდა. ის  ჰიტლერის დიეტოლოგად დაახლოებით ერთი წელი მუშაობდა. თავის წერილებში ქალი წერდა, რომ ჰიტლერი მუდმივად ჭამდა ნამცხვრებსა და ტორტებს: "ჩემი სამსახურის დროის უმეტესი ნაწილი, ტორტების გამოცხობაში მიდიოდა", - წერს მანციარლი.

1945 წლის 30 აპრილს, ჰიტლერმა ბუნკერში მანციარლი გამოიძახა და შემწვარი კვერცხისა და კარტოფილის პიურეს გაკეთება მოსთხოვა. მზარეული ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, ვინც ფიურერის სიკვდილის შესახებ გაიგო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics