2015-05-06 12:20:44, 346 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს უკრაინის დელეგაცია ესტუმრა
შსს-ს მომსახურების სააგენტოს უკრაინის რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა.
შსს-ს ინფორმაციით, სააგენტოს სტრატეგიული განვითარების სამმართველომ უკრაინის პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგის ჯგუფის წარმომადგენლებსა და ბიზნესმენებს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა სარეგისტრაციო დარბაზი დაათვალიერეს და მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სტუმრები ასევე გაეცნენ მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალ, 3D ბილეთებსა და სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების ტექნოლოგიას.
უკრაინის პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგის ჯგუფის წარმომადგენლებმა მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან