2017-05-09 10:30:08, 712 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უცნობი ჯარისკაცის საფლავი უწყების წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინით შეამკო.
მინისტრმა ომის ვეტერანებს გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება უსურვა.
„ვულოცავ საქართველოს ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავს. საქართველომ ამ გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ასი ათასობით ქართველი შეეწირა ამ ბრძოლას. ჩვენ ქედს ვიხრით მათი სახელების წინაშე, ვამაყობთ და მომავალი თაობებიც იამაყებს ამ გმირობით. მინდა ომის ვეტერანებს ჯანმრთელობა, დიდი ხნის სიცოცხლე და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება ვუსურვო“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო საყოველთაო განხილვის ფარგლებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარე ვაკის პარკში გამართულ ღონისძიებას არ ესწრებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან