21:05 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 19:19:55, 362 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროსა და თსუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთგაგების დოკუმენტს ხელი სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია, ცენტრის სამხედრო მოსამსახურეების ცოდნის დონის ამაღლება, საერთაშორისო მისიებსა და კონფლიქტების თემებთანდაკავშირებული საკითხების უფრო სიღრმისეული შესწავლა, სამოქალაქო საგანმანათლებლო უწყებებთან ინტეგრირების ხელშეწყობის უზრუნველყოფა; ასევე, უნივერსიტეტის წარმომადგენლებისა და სტუდენტებისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოცდილების და შესაძლებლობების გაცნობა. დოკუმენტის თანახმად, ცენტრის სამხედრო მოსამსახურეები კონფლიქტოლოგიას, კონფლიქტის მართვასა და სოციალურ ფსიქოლოგიას გაეცნობიან და სათანადო ტრენინგებში მიირებენ მონაწილეობას.
ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ სერჟანტთა განათლების დონის ამაღლება ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა და უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობა ამ კუთხით მნიშვნელოვან ფაქტად მიიჩნია.
სიტყვით გამოსვლისას, ვლადიმერ პაპავამ ყურადღება სამხედრო და სამოქალაქო განათლების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი, ბესო ხატიაშვილი და სერჟანტთა მომზადების ცენტრის მსმენელები დაესწრნენ.
ღონისძიების დასასრულს, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ და ვლადიმერ პაპავამ სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics