16:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 11:41:43, 1236 ნახვა

Lifestyle
ელისო კილაძე: სტრასბურგის სასამართლოსთვის და პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის ვემზადებით

აზეთ "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, მისი შვილის დაკავების დროს საპროცესო და კონსტიტუციური ნორმებია დარღვეული და ის სარჩელის შეტანას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს. 

როგორც ელისო კილაძე სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით მან სარჩეილი პროკურატურაში უკვე შეიტანა. 

"გავეცანით ჩემი შვილის საქმის მასალებს, საქმეში დევს მხოლოდ სამი პოლიციელის ჩვენება და არც ერთი სხვა მტკიცებულება,პირადი ჩხრეკის და დაკავების დროს უხეშად დარღვეულია საპროცესო და კონსტიტუციური ნორმები.

საჩივარი უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით უკვე შევიტანეთ მთავარ პროკურატურაში, მივმართავთ სახალხო დამცველს.

ვემზადებით სტრასბურგის სასამართლოსთვის და პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის", - წერს კილაძე. 

ცნობისთვის, გაზეთ "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილისთვის,  დავით ხარშილაძისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics