10:47 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 16:27:07, 2423 ნახვა

სამართალი კომენტარი
კორძაია: უდანაშაულო ადამიანები სასამართლომ ციხეში დამნაშავის სახელით დატოვა

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის თამარ კორძაიას შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

მისი თქმით, სასამართლომ უდანაშაულო ადამიანები ციხეში დამნაშავის სახელით დატოვა.

„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეღავათი არის ის, რომ ეს ხალხი მალე გამოვა ციხიდან. რაც შეეხება თვითონ გადაწყვეტილების არსს, ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება. იმიტომ რომ  უდანაშაულო  ადამიანები სასამართლომ დამნაშავის სახელით დატოვა, როდესაც ამას ვამბობ რა თქმა უნდა ვთვლი, რომ   აქ არის პოლიტიკური ინტერესი“,-აღნიშნა თამარ კორძაიამ საააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს ანუ სასამართლომ ბრალდებულების მიმართ მუხლი გადააკვალიფიცირა. თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი ციხეს დაახლოებით ორ თვეში დატოვებს

პროცესს „თავისუფალი დემოკარტების“  წევრები  და  ბრალდებულების ახლობლები ესწრებობდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე: სიძულვილით გამარჯვება შეუძლებელია
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics