2015-03-28 14:58:18, 482 ნახვა
პოლიტიკა
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე თინა ხიდაშელის კანდიდატურა წარადგინეს
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე თინა ხიდაშელის წარდგენას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაეთანხმა.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თემურ ჭკუასელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ხიდაშელის კანდიდატურა გადაწყვეტილია.
„ფრაქციის სხდომაზე ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. პრემიერი მის კანდიდატურას დაეთანხმა, ამით ძალიან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და გააზრებული“,-განაცხადა თემურ ჭკუასელმა.
ცნობისთვის, ევროინტეგრაციის თავმჯდომარის პოსტი ვაკატური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა „თავისუფალი დემოკარტების“ წევრმა ვიქტორ დოლიძემ დატოვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან