2017-01-10 17:40:55, 1735 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
უგულავა: პარტია გაყოფილი კი არა, დანგრეულია
„არ ვადასტურებ არანაირ გაყოფას, რადგან პარტია გაყოფილი კი არა, დანგრეულია“, - ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილმა მერმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგუ უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც უგულავამ აღნიშნა, პარტიის ერთიანობის შენარჩუნების რესურსი პრაქტიკულად არ არსებობს.
„როდესაც ადამიანები ერთმენთს გამარჯობას არ ეუბნებიან, ნიშნავს რომ ფუნდამენტური პრობლემებია. პარტიის ერთიანობის შენარჩუნების რესურსი, პრაქტიკულად, აღარ არის. არ ვადასტურებ არანაირ გაყოფას, რადგან პარტია გაყოფილი კი არა, დანგრეულია. სამწუხაროდ, ყველას ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს ამ პროცესში. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ახალი პარტია უნდა შეიქმნას და ის, რომ ჩვენმა თანამოზარეებმა ახალი პარტია გავაკეთოთ რთული წარმოსადგენია და არ არის ადვილი გადაწყვეტილება“, - განაცხადა უგულავამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან