03:11 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-11 20:49:57, 1252 ნახვა

მსოფლიო
პარიზში 1 500 000 ადამიანი მარშში მონაწილეობის მისაღებად გამოვიდა - ვიდეო

მსოფლიო მედიის მონაცემებით, პარიზში მსვიდობისა და ხსოვნის მარშში მონაწილეობის მისაღებად მილიონნახევარი ადამიანი გამოვიდა. პარიზში,  რესპუბლიკის მოედანზე,  შეკრებილმა ადამიანებმა  15:00 საათზე მსვლელობა დაიწყეს, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ერთობის მარშში მონაწილეობდნენ: საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და 40-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირი, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. რუსეთის დელეგაციას პარიზში დაგეგმილ აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. სოლიდარობის აქციაში ასევე მონაწილეობენ ნატო-სა და ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები. საქართველოდან მარშში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.

ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics