17:27 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 15:02:41, 1061 ნახვა

კომენტარი
მიშველაძე უგულავას შესაძლო შეწყალებაზე: შეწყალების მექანიზმი პოლიტიკურ მიზანშეწონილობას არ ემსახურება

პრეზიდენტი არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც რომელიმე მსჯავრდებულს სხვასთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომაროებაში ჩააყენებს, - ასე უპასუხა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას შეწყალების საკითხს ეხებოდა.

მიშველაძის განმარტებით, შეწყალების მექანიზმი, სამართალწარმოებას არ ანაცვლებს და ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას.

„ამ საკითხს უკვე უკვე გასცა პასუხი პრეზიდენტმა, როდესაც საზოგადოების ნაწილმა მას შესაბამისი თხოვნით მიმართა. ამის შემდეგ პრეზიდენტის პოზიციაში არაფერი შეცვლილა. შეწყალების მექანიზმი არ ანაცვლებს სამართალწარმოებას და არ ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. პრეზიდენტი არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც რომელიმე მსჯავრდებულს სხვასთან შედარებთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებს“, - აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე ეკა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics