01:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 13:37:11, 419 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები ხვალ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩს დაესწრებიან

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" სპორტის სხვადასხვა ფედერაციებთან აქტიურად თანამშრომლობს. 

ცენტრის ბენეფიციარები, 14 მარტს,  საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მატჩს დაესწრებიან, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 

ბორჯღალოსნები "რაგბის ევროპის ჩემპიონატის" მეოთხე ტურის მატჩში რუსეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ. 

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" მონაწილეებისთვის რაგბის კავშირმა 20 ბილეთი გამოყო. მატჩს ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები დაესწრებიან. 
დანაშაულის პრევენციის ცენტრი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას" ორი წელია ახორციელებს. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა ყოფილ მსჯავრდებულთა და მათი ოჯახის წევრთა დასახმარებლად. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გარკვეული რაოდენობის ბენეფიციარი უკვე ტრადიციულად ყველა სარაგბო მატჩს უფასოდ ესწრება, რაც რაგბის კავშირის საჩუქარია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics