2016-06-29 19:34:34, 1501 ნახვა
მსოფლიო
თურქული მედია სტამბოლის აეროპორტზე, სავარაუდო ერთ-ერთი თავდამსხმელის ფოტოს ავრცელებს
თურქული გამოცემა „Hurriyet“ სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტზე სავარაუდო ერთ-ერთი თავდამსხმელის ფოტოს ავრცელებს.
ტერორისტი სტამბოლის აეროპორტის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
როგორც გამოცემა იუწყება, მიმდინარეობს ტერორისტის ვინაობის დადგენა, მისი ამოცნობა ფეხსაცმლის საშუალებით მოხდა, ტერორისტს ზამთრის ქურთუკი აცვია.
გამოცემა ასევე იუწყება, რომ არსებობს კიდევ ერთი თვითმკვლელი ტერორისტის ფოტო, რომელიც კამერამ სროლის დროს დააფიქსირა.
ცნობისთვის, გუშინ სტამბოლის აეროპორტში ტერაქტების სერია მოხდა, რომელსაც ბოლო მონაცემებით 41 ადამიანი ემსხვერპლა, 239 კი დაშავდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან