14:15 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 13:37:24, 1043 ნახვა

კომენტარი
მამუკა ახვლედიანი: არ არის საურველი, მოსამართლე ოჯახის წევრს ბინის ქირას უხდიდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, ტელევიზიიდან შეიტყო იმ  ინფორმაციის თაობაზე, რომ  მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს, სახელწმიფოს ხარჯზე ოჯახის წევრისგან ჰქონდა ბინა ნაქირავები.

ახვლედიანის თქმით, კანონმდებლობა  ითვალისწინებს მოსამართლისთვის ბინის ქირის გადახდას იმ შემთხვევაში, თუ ის რეგიონიდანაა,  ან მოსამართლის მოვალეობას რეგიონში ასრულებს.

 "ნამდვილად არ არის საურველი, რომ ოჯახის წევრს უხდიდეს თანხას, მაშინ დამანატის სახით განუსაზღვრავდნენ  და არა კონკრეტულად ხელშეკრულების სახით",-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა და დასძინა, რომ მსგავსი შემთხვევის შესახებ აქამდე არ სმენია.

"თუ მსგავსი ფაქტი მოხდა, ამაზე რეაგირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა მოეხდინა, თუმცა საბჭო სხვა საქმეებითაა დაკავებული და მათ ასეთი საქმეებისთვის, როგორც ჩანს, არ სცალიათ",-აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.

ინფორმაციისთვის, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი უზრუნველყოფს მოსამართლეების საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხარჯებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. მოსამართლეს, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად თვითმმართველ ქალაქში პირად საკუთრებაში არ აქვს საცხოვრებელი ბინა, სახელმწიფო უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით, ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე ბინას საკუთარი ოჯახის წევრისგან ქირაობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics