03:12 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-10 18:59:26, 3349 ნახვა

პოლიტიკა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - წამოვაყენეთ დიალოგის ნაკლებობის საკითხი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პერე ჟოან პონს სამპიტროს განმარტებით, დიალოგის არარსებობის საკითხი დააყენეს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე და ოპოზიციასთანაც.

 მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის შემდეგ, სამპიეტროს პასუხი ჟურნალისტის კითხვას მოყვა, თუ როგორ შეაფასებს “ქართული ოცნების” ბოლო ქმედებებს, „რამდენადაა მათი ნაბიჯები ანტიდემოკრატიული და ირღვევა თუ არა საქართველოში მოქალაქეების უფლებები“.

„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ ეს იყო გულახდილი და ნაყოფიერი ვიზიტი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ პირველივე დღეს შევხვდით იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანებთან სიახლოვე. ეს ორგანიზაცია საპარლამენტო ასამბლეაა, რომელშიც 300-ზე მეტი პარლამენტარია გაერთიანებული, თუმცა მისი მთავარი მიზანი მოსახლეობის ინტერესების დაცვაა. ჩვენ ერთ მილიარდზე მეტ ადამიანს წარმოვადგენთ და ქალთა საერთაშორისო დღეს სწორედ მათთან სიახლოვე იყო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი.

ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი შედეგია, რომ შევძელით ყველა მხარესთან საუბარი. საპარლამენტო ასამბლეა ბოლო ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში ყველა მხარესთან მუშაობდა. ის, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში იხილეთ, სწორედ ამ თვეების მუშაობის შედეგია. შევძელით თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ასევე, პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან შეხვედრა და ყველა მნიშვნელოვანი საკითხის დაყენება. ჩვენ ვისაუბრეთ დიალოგის არარსებობაზე, ბოიკოტზე და ძალადობაზე. ეს ორგანიზაცია გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, თუმცა დემოკრატიულმა სისტემებმა ასევე უნდა დაიცვან მოქალაქეთა უფლებები. დიალოგის არარსებობის საკითხი დავაყენეთ პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან და ოპოზიციასთანაც. და უნდა ვთქვა — ამ ქვეყანაში დიალოგი არ არსებობს. შეიძლება, განსხვავებული შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ ჩვენი საყრდენი 2024 წლის მოხსენებაა და მიგვაჩნია, რომ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ მისი რეკომენდაციების შესასრულებლად“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics