19:32 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-09 13:12:40, 443 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინა ევროპის მასშტაბით იარაღის საექსპორტო 10 ცენტრის გეხსნას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ევროპის მასშტაბით, მათ შორის სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში იარაღის საექსპორტო 10 ცენტრის გახსნას გეგმავს.

Kyiv Post-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინა გეგმავს ჭარბი სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტს და მიღებული თანხით საკუთარი ძალებისთვის საჭირო იარაღის შეძენას.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დრონების წარმოებას გერმანიაშიც დაიწყებენ, ამავდროულად, საწარმოო ხაზი დიდ ბრიტანეთში უკვე ფუნქციონირებს.

"დღეს ჩვენ ვხსნით ექსპორტს. არაუგვიანეს 2026 წლიდან ევროპის მასშტაბით, ბალტიისპირეთის და სკანდინავიის ქვეყნებში საექსპორტო ათი ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას. ასევე, 2026 წლიდან ათი წარმომადგენლობა იქნება აქტიური. თებერვლის შუა რიცხვებისთვის უკვე ვიხილავთ ჩვენი დრონების გერმანიაში წარმოებას", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics