20:45 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-12 14:12:34, 477 ნახვა

პოლიტიკა
ქარტია: ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება ქართული სახელმწიფოსთვის განგრძობითი სირცხვილია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა.

"დღეს, 12 იანვარს, ერთი წელი სრულდება, რაც მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული და უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მისი პატიმრობაში დატოვება განგრძობითი სირცხვილია ქართული სახელმწიფოსთვის და იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც მას მართავს. გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი და დაუბრუნეთ საზოგადოებას პასუხისმგებლიანი მოქალაქე, ხოლო პროფესიულ თემს - კეთილსინდისიერი პროფესიონალი, ერთგული კოლეგა და მეგობარი". - წერს ქარტია Facebook-ზე.

2025 წლის 6 აგვისტოს ჟურნალისტ მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. იმავე წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics