15:30 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 14:25:05, 549 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია პროექტის "მწვანე ყუთი" განხორციელებას იწყებს

თბილისის  მერია პროექტის "მწვანე ყუთი" განხორციელებას იწყებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე  დღეს მიიღეს.

პროექტის მიხედვით ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში და გამგეობებში სპეციალური ადგილები გამოიყოფა და  შესაბამისი კონტეინერები განთავსდება,  სადაც ქაღალდის ნარჩენები მოგროვდება.

როგორც მერიაში აცხადებენ, შეგროვებული მაკულატურის ღირებულების დადგენას და აუქციონის ფორმით განკარგვას თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო  უზრუნველყოფს.

მაკულატურის აუქციონზე გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გამწვანებითი სამუშაოების უზრუნველყოფას, ხეების დარგვას და მათ მოვლა-პატრონობას მოხმარდება.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ნარჩენების რაციონალურად მართვასა და გარემოს დაცვითი საკითხების რეგულირებას დედაქალაქის ტერიტორიაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსმა მაღალი ფასების შესამცირებლად საკუთარი ხედვა წარადგინა
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics