14:37 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-09 15:52:07, 1013 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: დიდმა ბრიტანეთმა BBC-ის სიყალბის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთისგან BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტის გამო ბოდიშს ითხოვს.

"ვფიქრობ, რომ დიდმა ბრიტანეთმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სიყალბის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. ეს არის პირველი, რაც ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს, იმიტომ, რომ BBC არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირდაპირ ფინანსდება საჯარო არხებით, შესაბამისად, პირველი, რაც უნდა გააკეთოს დიდმა ბრიტანეთმა, ეს არის ბოდიშის მოხდა იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს. ხედავდით, რომ სკანდალის შექმნის აბსოლუტურად ხელოვნური მცდელობა იყო, რომელიც სიყალბეზე იყო დაფუძნებული. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება არის დახურული. ჩვენ განვაცხადეთ ღიად და საჯაროდ - ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია გამოითხოვოს ამ გამოძიების თაობაზე ჩვენგან ინფორმაცია, ყველას გავუზიარებთ სრულ ინფორმაციას.

ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია დოკუმენტაციასთან, ნივთიერებებთან დაკავშირებით, გარდა ამისა, ვაპირებთ მივმართოთ Ofcom-ს, ანუ ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას, შემდეგ სასამართლოებს, საჭიროების შემთხვევაში. ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ BBC-ის მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელიც მან გაავრცელა", - ამბობს ის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics