13:35 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-15 19:11:31, 1466 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა არასდროს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთად, ეს ჩვენი მიწაა

უკრაინა არასდროს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთად, ეს ჩვენი მიწაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ყველა დისკუსიაში ჩვენ იურიდიულად არ ვაღიარებთ ჩვენს დროებით ოკუპირებულ არცერთ ტერიტორიას, როგორც რუსულს. ამას ხაზს ვუსვამ და ეს ჩემი ურყევი პოზიციაა. ეს უკრაინის მიწაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთმა არაერთხელ მოითხოვა, რომ უკრაინის ოთხი რეგიონი, რომლებიც ამჟამად მისი ნაწილობრივი კონტროლის ქვეშაა, ასევე ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც მოსკოვმა უკანონოდ მიიერთა 2014 წელს, რუსეთის ნაწილად იქნას აღიარებული. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ წარსულში მიანიშნა, რომ უკრაინამ შესაძლოა, ვერ შეძლოს ომამდელი ტერიტორიის სრულად დაბრუნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საელჩომ საქართველოს დედაენის დღე მიულოცა
„ოცნების“ წარმომადგენელი: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის განცხადება მისასალმებელია
საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა
აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალებმა დედა-შვილი საქართველოს დროშის ქვეშ ფოტოს გადაღების გამო გააძევეს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics