00:46 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-28 13:40:20, 691 ნახვა

საზოგადოება
გორში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი მეორე პირიც გარდაიცვალა. 50 წლამდე ასაკის მამაკაცს, რომელსაც მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები აღენიშნებოდა, სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, შემთხვევა გორში დღეს დილით მოხდა. სავაჭრო ცენტრში ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე შუახნის მამაკაცმა მეორე მაღაზიის მფლობელს და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, სროლის შედეგად შვილი, 30 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

ბრალდებული და დაზარალებულები დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ და ათეული წლებია, „გალერეაში“ მაღაზიებს ფლობდნენ.

სავაჭრო ცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, მოვაჭრეებს ერთმანეთთან კონფლიქტი სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოუვიდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით(განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ) დაიწყო. პოლიციამ ბრალდებული დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics