11:35 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-23 15:16:55, 799 ნახვა

საზოგადოება
სასულიერო პირი სვეტიცხოველზე - სასწრაფოდ არის ჩასარევი და აღსაკვეთი ეს წყლის ჩამოდინება

სასულიერო პირი, რომელიც ტაძარში მსახურობს, ამბობს, რომ ამის თაობაზე ადგილზე ჩასულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებს არაფერი უთქვამთ. სასულიერო პირი ადასტურებს, რომ ტაძარში საგანგაშო მდგომარეობაა, თაღიდან წყალი ჟონავდა და დასველდა იატაკიც. 

მღვდელი ამბობს, რომ წყლის გაჟონვას ადგილი ადრეც ჰქონდა, თუმცა ეს სხვა მონაკვეთი იყო და არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფრები დაზიანებული იყოს.

შაბათ დილით დავაფიქსირეთ ჩვენ, წყალი ჩამოდიოდა. მანამდე ამ ადგილას არ იყო ასეთი ფაქტი.. ისე, სხვაგან წინა წლებშ იყო წყლის ჩამოსვლა. ახლა შაბათ დილით ვნახეთ, შმეოვედით ადრე და უკვე წყალი იდგა და ნელ-ნელა წვეთავდა. შევატყობინეთ ძეგლთა დაცვას, სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის. მოვიდნენ გუშინ, დაათვალიერეს და სასწრაფოდ არის ჩასარევი და აღსაკვეთი ეს წყლის ჩამოდინება, - ამბობს სასულიერო პირი. 

რამდენიმედღიანი წვიმის გამო საფრთხეში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი - სვეტიცხოველი აღმოჩნდა.

მე-11 საუკუნის უნიკალური ნაგებობის სამხრეთ ნაწილში წყალი, გასულ ღამეს ჩავიდა. ინფორმაცია ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გაავრცელა, სადაც წერია, რომ უნიკალურ ფრესკებს საფრთხე არ ემუქრება. არადა, ექსპერტები ქვისცვენის გამო ჯერ კიდევ 2019 წელს ამბობდნენ, რომ საჭიროა ტაძარს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდეს, რისთვისაც მაშინ ბიუჯეტიდან საკმარისი თანხა ვერ გამოიყო.

გუშინ ადგილზე სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ შორის, ახლად დანიშნული დირექტორი თამარ ონიანიც, თუმცა უცნობია, რა ვადებში შეძლებენ ტაძრის აფრების შეკეთებას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics