11:25 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 20:01:13, 541 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბოგდან აურესკუსს შეხვდა.
მხარეებმა  საქართველოსა და რუმინეთს  შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს,  ორი სახელმწიფოს ერთობლივი პროექტების, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და რეგიონში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელეს.
„რუმინეთი ჩვენი  ქვეყნის  მნიშვნელოვანი  პარტნიორი  სახელმწიფოა,  რომელთანაც  გვაკავშირებს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური საკითხები. შეხვედრისას ისაუბრეს უსაფრთოების  გარემოს შესახებ, განიხილეს რეგიონში შექმნილი  ვითარება და ორ  ქვეყანას  შორის  ურთიერთობის  გაღრმავების  პერსპექტივები.   იგეგმება  მაღალი  და უმაღლესი  დონის  ვიზიტები.   ვიმედოვნებთ,  რომ  ეს  ყველაფერი წელს  მეტი  ინტენსივობით  წარიმართება“,  - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი,  უშიშროების საბჭოს  მდივანი  ირინე  იმერლიშვილი,  საქართველოს პრეზიდენტის  ადმინისტრაციის  უფროსი  დავით პატარაია  და  საქართველოს პრეზიდენტის  მრჩევლები - თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics