2024-08-30 10:27:56, 576 ნახვა
ომი უკრაინაში
ფრანგული გაზეთი - რუსი დაქირავებულები ტოვებენ ბურკინა-ფასოს, მიზეზი უკრაინის შეტევისგან კურსკის დაცვაა
რუსული "სპეცდანიშნულების ბრიგადის" დაქირავებულები, სახელწოდებით "დათვები", ტოვებენ ბურკინა-ფასოს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გაზეთი Le Monde ავრცელებს.
გამოცემა ამბობს, რომ რუსი დაქირავებული ჯარისკაცების აფრიკიდან წასვლის მიზეზი არის მათი გადაყვანა კურსკში, რათა დაიცვან რეგიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევისგან, რომელიც 6 აგვისტოდან მიმდინარეობს.
"საუბარია ასამდე ადამიანისგან შემდგარ გასამხედროებულ ჯგუფზე, რომელიც მაისში ჩავიდა აფრიკის უაგადუგუს დედაქალაქში, რათა დაეცვა "არაერთი საკვანძო ფიგურა, მათ შორის, სავარაუდოდ, ხუნტას მეთაური, კაპიტანი იბრაჰიმ ტრაორე" - ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,