13:19 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-31 13:42:39, 428 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ახალ ტურისტულ ბაზრებზე გაეცნენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს საუდის არაბეთსა და ჩინეთში გაეცნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები აღნიშნული ქვეყნების ტურისტულ გამოფენებზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგინა.

გამოფენების ვიზიტორებს აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღების საშულება ჰქონდათ. გამოფენის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მიზნით გაიმართა საქმიანი შეხვედრები ადგილობრივი ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან. 

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია 15-მდე  საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია. მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე, როგორებიცაა ბერლინის, ფრანქფურტის, დუბაის, ჰელსინკის, ნიუ-იორკის, ვენის და პრაღის ტურისტული გამოფენები. უწყება სამიზნე ქვეყნებიდან ასევე მასპინძლობს პრესს და ინფო ტურებს რეგიონის პოზიციონირებისა და პოპულარიზაციის მიზნით. 

ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ოცნების“ წარმომადგენელი: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის განცხადება მისასალმებელია
საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა
აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალებმა დედა-შვილი საქართველოს დროშის ქვეშ ფოტოს გადაღების გამო გააძევეს.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics