14:54 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-29 20:54:13, 1280 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საზოგადოებას ერთი წლის ანგარიში წარუდგინა

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საზოგადოებას ერთი წლის ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვახტანგ მაისურაძემ  2023 წელს განხორციელებულ  პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა:  ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, სპორტი და სხვა.

"წლის განმავლობაში მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამის 35 მუხლით 1 300 000 ლარის ფარგლებში 3 500 მოქალაქემ და 362 დევნილმა და იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა ისარგებლა, მოეწყო 19 345 გრძივი მეტრი გზა,  რეაბილიტირდა ერთი საბავშვო ბაღი და დაწყებულია 8 საბავშვო ბაღის მშენებლობა, მიმდინარეობს ერთი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, ერთი საჯარო სკოლის დემონტაჟი და მის ადგილზე ახლის მშენებლობა,  მოეწყო  9 ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი, 14 სავარჯიშო სივრცე და 1 ღია საჭიდაო არენა, 3 დასასვენებელი სკვერი და სხვა.

მუნიციპალიტეტის მერმა საზოგადოებას 2024 წლის გეგმები გააცნო, მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მოსახლეობას, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics