2015-02-10 16:28:05, 420 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძის ინფორმაციით, ინგუშეთსა და საქართველოს შორის რკინიგზის მშენებლობის საკითხი არ განხილულა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას, ინგუშეთსა და საქართველოს შორის გზისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხი არ განუხილავს.
„ეს ზოგადად ისეთი საკითხია, რომელიც ცალმხრივად არ წყდება. მე გავეცანი ამ განცხადებას. ეს საკითხი საქართველოს მთვრობაში არ განხილულა. ამასთან დაკავშირებით არც წინადადება შემოსულა“, – აღნიშნა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, ინგუშეთის მთავრობამ საქართველოსა და ინგუშეთს შორის გზისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხი განიხილა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან