2023-03-23 10:37:10, 1364 ნახვა
რეგიონი
ქედაში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, ქედის საკრებულოს მაჟორიტარი ლევან ვერძაძე და წარმომადგენელი რეზი ვარშანიძე მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელი ქოსოფლის, ქვედა და ზედა მახუნცეთის მოსახლეობას შეხვდა.
"მოსახლეობას პარალელურად, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ხვდებიან.
შეხვედრაზე ისაუბრეს განსახორციელებელ პროექტებზე და პროგრამებზე. მოსახლეობამ პრიორიტეტების მიხედვით თავად აირჩია განსახორციელებელი პროექტი.
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შეხვედრები 20 მარტს დაიწყო და 23 მარტს დასრულდება" ,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),