2023-03-22 16:50:19, 1380 ნახვა
რეგიონი
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“, კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა დაასუფთავეს ქალაქში შემოსასვლელი და მდინარე ლეხურის მიმდებარე ტერიტორია. ნარჩენის გატანა ა(იპ)ი „კასპის კეთილმოწყობა“-მ უზრუნველყო.
კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში კასპში, მიკრორაიონის დასახლებაში ხეების დარგვის აქციაც გაიმართა.
დასუფთავების აქციასა და ნერგების დარგვის პროცესში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ა(იპ)ი „კასპის კეთილმოწყობა“ს- თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
კასპის მუნიციპალიტეტი დასუფთავების და ხეების დარგვის აქციებს პერმანენტულად ატარებს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),