2023-02-27 15:44:57, 1378 ნახვა
რეგიონი
ომარ ტაკიძემ მერის მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა
შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მერის მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.
შეხვედრაზე, ხელმძღვანელმა პირებმა სამსახურის უფროსებისგან მოისმინეს დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების შესახებ.
განიხილეს, მიმდინარე წელს დაგეგმილი და ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამები და პროექტები. ასევე, ისაუბრეს მოსახლეობისათვის აქტუალურ საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
ომარ ტაკიძემ, მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და თანამშრომლებს შესაბამისი მითითება მისცა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),