20:51 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 11:56:59, 2183 ნახვა

სამხედრო
დავით სუჯაშვილმა ჰიბრიდული გამოწვევების შესახებ ლექცია წაიკითხა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) ჰიბრიდული გამოწვევების შესახებ ლექცია-სემინარი გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონისა“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ წევრებს ჰიბრიდულ საკითხებზე და რბილი ძალის სპეციფიკის შესახებ ლექცია წაუკითხა. აღნიშნული შეხვედრა ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან“ და საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობს. თანამშრომლობის მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics