2015-09-18 13:20:08, 549 ნახვა
სამართალი
მოსამართლემ უგულავას ადვოკატების შუამდგომლობა, პროცესის ერთი კვირით გადადებაზე, არ დააკმაყოფილა
დედაქალაქის მერის გიგი უგულავას ადვოკატებმა „თბილსერვის ჯგუფისა“ და „რიყის ტერიტორიის“ გასხვისების საქმეზე პროცესის ერთი კვირით გადადების შუამდგომლობა დააყენეს.
როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, „თბილსერვისისა“ და „რიყის“ საქმეზე დასკვნითი სიტყვის დარჩენილი ნაწილის მოსამზადებლად მათ გონივრული ვადა სჭირდებათ.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სასამართლო პროცესი გრძელება და ადვოკატები დასკვნით სიტყვას იტყვიან.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „თბილსერვის ჯგუფისა“ და „რიყის“ გასხვისების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას ბრალდებული, გიგი უგულავაც ესწრება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან