07:12 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 14:30:16, 6986 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს

მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება აშშ-საქართველოს მჭიდრო, წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დღეს.

მინისტრმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და ტრანსფორმაციის პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, ასევე, საქართველოში დემოკრატიული აღმშენებლობის უწყვეტი მხარდაჭერისთვის:

„ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა. ჩვენი საერთო მიზანია, განვავითაროთ თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალები, რომელიც ეროვნული თავდაცვის ამოცანების შესრულებასთან ერთად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ღირსეული პარტნიორობა ჩვენმა ჯარისკაცებმა საერთაშორისო მისიებში უდიდესი კონტრიბუციით და მრავალეროვნულ სწავლებებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმით დაამტკიცეს“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენი ქვეყნისთვის აშშ-ის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუციაც გაიხსენა:

„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის 4 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. საგარეო თავდაცვის ფონდის ფარგლებში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფო ამერიკა წლების განმავლობაში ათეულობით მილიონ დოლარს ხარჯავს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისთვის“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics