14:04 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-11 19:03:46, 922 ნახვა

სხვადასხვა
ანტალიაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს დღეს ღამით სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნებენ

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ანტალიაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს დღეს ღამით სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნებენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
"ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის  ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ ახერხებენ თურქეთის ქალაქ ანტალიიდან სამშობლოში დაბრუნებას. მგზავრებს შორის იმყოფებიან მცირეწლოვანი ბავშვები. მთავრობის მეთაურმა დაავალა სპეციალურ სამსახურებს, დაადგინონ რა გახდა მომხდარის მიზეზი და მოახდინონ რეაგირება. დღესვე საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნებენ. ხარჯებს საქართველოს მთავრობა გაიღებს",-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics