10:22 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 10:06:34, 1145 ნახვა

სპორტი
პრემიერი: მოხარული ვარ, რომ სტუდენტებმა პროტესტის მშვიდობიანი ფორმა და მოლაპარაკებების პროცესი აირჩიეს

საქართველოს პრემიერმინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოხარულია, რათა სტუდენტებმა პროტესტის მშვიდობიანი ფორმა და მოლაპარაკებების პროცესი აირჩიეს.

პრემიერის თქმით,  მისთვის თითოეული სტუდენტისა და ახალგაზრდის აზრი მნიშვნელოვანია.

"ჩვენი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის განათლების სისტემის რეფორმა, რაც გულისმხობს უმაღლესი განათლების სისიტემის ძირეულ ცვლილებებს. ჩვენ მაქსიმალურად ჩავრთავთ ახალგაზრდებს ამ პროცესში და გავითვალისიწინებთ მათ აზრს", -განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, უნივერსიტეტის თვითმმართველობაზე ნეგატიური აზრი შეიქმნა, რადგან წარსულში თვითმმართვერლობას და სტუდენტების გულწრფელ პროტესტს პოლიტიკოსები  საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებდნენ.

"ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ხედვას.  თვითმმართველობაც თავისთავად საჭიროებს რეფორმებს, ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ თითოეულ სტუდენტს, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ისეთ მოდელს, რომელიც იქნება პროგრესული, სადაც აღარ იქნება მიზეზი იმისა, რომ სტუდენტები ქუჩაში გამოდიოდნენ და სასწავლო პროცესი იშლებოდეს",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ  სასწავლო პროცესი განახლდება და ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება, რაც მისასალმებელია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
ტრამპმა განაცხადა, რომ ორბანის არჩევნებში დამარცხება არ აწუხებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics