17:56 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 09:41:00, 967 ნახვა

სამართალი
სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი დააკავეს

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, 18 იანვარს, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება „დარიალზე“, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული არტაკ მკრტუმიანი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, კიევის ინტერპოლის მიერ არტაკ მკრტუმიანი, დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, საერთაშორისო ძებნაში 2014 წლის 10 მაისს გამოცხადდა. მას ბრალად ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არტაკ მკრტუმიანმა 2014 წლის 10 მაისს ქალაქ კრივოი როგში ჩხუბის დროს ზურგში დანა ჩაარტყა მოქალაქე ი. რუდიაკს, რითიც მას სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა.

უწყების ცნობით, ამჟამად არტაკ მკრტუმიანი დაკავებული და გადაყვანილია თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics