19:58 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-23 11:33:58, 1382 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლის უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის გარეშე ალკოჰოლური პროდუქციის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ შეინახეს და შემდგომი რეალიზაციისთვის გადაზიდეს აქციზური მარკით სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა დასახელების („BELUGA“, „GREY GOOSE“, „NEFT“, „ABSOLUT“, „СНЕЖНЫЙ БАРС“, „SVEDSKAY“) ალკოჰოლური სასმელი, რომლის სავარაუდო ღირებულება 140 000 ლარს აღემატება.

საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები უაქციზო პროდუქციის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დააკავა.

ამ ეტაპზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." | ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics