09:27 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 11:40:15, 1229 ნახვა

მსოფლიო
მერკელი რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის დეესკალაციისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, მარიუპოლში მომხდარ შეტაკებას „მინსკის შეთანხმების აშკარა და გაუმართლებელი დარღვევა“ უწოდა.
„ბი ბი სი“-ს ინფორმაციით, 25 იანვარს ანგელა მერკელსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის პრესსამხახური ადასტურებს.
ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტს, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების და ძალადობის დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
"მნიშვნელოვანია, რუსეთის მხრიდან გადაიდგას ნაბიჯები იმისათვის, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიღწეული იქნას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება და შესრულდეს მინსკის შეთანხმების ყველა პირობა", - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics