2017-10-26 18:48:05, 9632 ნახვა
High - Tech
ჩინეთში უძველესი გიგანტური სოკოები აღმოაჩინეს
ნანკინის არქეოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა გიგანტური სოკოების გაქვავებული ნარჩენები აღმოჩინეს. ეს გიგანტები დედამიწაზე 372-393 მილიონი წლის წინ იზრდებოდნენ.
მეცნიერულ ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში არქეოლოგების აღმოჩენის შესახებ სტატია დაიბეჭდა, რომელშიც ჩვენი რეალობისთვის რამდენიმე რთულად წარმოსადგენი ფაქტია მოყვანილი: უძველესი სოკოების სიმაღლე 8-12 მეტრს წარმოადგენდა, მათი ქერქის 80 პროცენტი წყლით იყო სავსე, ხოლო ზრდასრული ხის ფესვების სისტემა 10-14 მეტრის რადიუსში იყო მიმოფანტული.
რამ განაპირობა ამ გიგანტების გადაშენება-ჯერჯერობით უცნობია.
მეცნიერების თქმით გიგანტური სოკოების კლონირება და ხელახლა აღდგენა შეუძლებელია, რადგანაც შემორჩენილი გაქვავებული ნარჩენები ვულკანის ლავით მილიონი წლის განმავლობაში იყო დაფარული და ამ პირობებში ცოცხალი დნმ-ის ხაზი სრულიად განადგურებულია.

ავტორი: ,