09:28 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 19:26:31, 3373 ნახვა

Lifestyle
კალაძე პენსის ვიზიტზე: ეს გვაძლევს დამატებით სტიმულს, მუხლჩაუხრელად ვიმუშაოთ საქართველოს კეთილდღეობისთვის

„ჩვენ გამოვიარეთ ურთულესი გზა დღევანდელ დღემდე და დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ყოველთვის ვგრძნობდით ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს.

როგორც კალაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, აშშ-ის მხრიდან მეგობრობისა და პარტნიორობის დემონსტრირება სერიოზული და საიმედო საყრდენია ქვეყნის იდეებისა და მიზნების განხორციელების პროცესში.

„დღეს დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი საქართველოში. არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ამ მოვლენას და იმ საინტერესო პროცესებს, რაც საქართველოს დემოკრატიის ირგვლივ ვითარდება. ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას იმსახურებს. ჩვენ გამოვიარეთ ურთულესი გზა დღევანდელ დღემდე და დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ყოველთვის ვგრძნობდით ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ წინ კიდევ უფრო საინტერესო, მოლოდინებით სავსე გზა გვაქვს და ეს მხარდაჭერა, მეგობრობისა და პარტნიორობის დემონსტრირება სერიოზული და საიმედო საყრდენია ჩვენი იდეებისა და მიზნების განხორციელების პროცესში. ეს გვაძლევს დამატებით სტიმულს, რომ მუხლჩაუხრელად ვიმუშაოთ საქართველოს კეთილდღეობისთვის, ყველამ ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე -ვიწროპარტიული ინტერესების გარეშე!“, - წერს კალაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics