11:35 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 14:00:23, 3570 ნახვა

კულტურა
დღეს საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ფინალი გაიმართება

6 ივნისს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ფინალი გამართება. 

მაყურებლის წინაშე წარდგებიან  ფესიტავლის მეორე ტურში ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული  ავტორ-მთქმელები და ხალხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების შემკრებები. საღამოზე ასევე მონაწილეობენ ლაურეატი ანსამბლები. ფინალურ კონცერტს წარუძღვებიან ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.

„ფესტივალს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ფოლკლორის განვითარებისთვის. დასრულდა ფესტივალის მეორე ტური. მართლაც, არაჩვეულებრივი კონცერტების მომსწრენი გავხდით. დიდი იმედი მაქვს,  ფინალი კიდევ უფრო საინტერესო იქნება, ფინალი 27-28 ივნისს  შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობენ ფინალისტი ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები. მანამდე კი 6 ივნისს, მაყურებლის წინაშე  ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული  ავტორ-მთქმელები და ხალხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების შემკრებები წარდგებიან.  ფესტივალის ლაურეატებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, პრიზები და ფულადი პრემია”, - განაცხადა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ.

შეგახსენებთ, რომ  "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო  ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

როგორც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აღნიშნავენ, ფესტივალი წარმოაჩენს საქართველოს ფოლკლორში არსებულ  მდგომარეობას. იგი ხელს შეუწყობს ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას. ასევე,  გამოიცემა DVD ალბომი - "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” და ლაურეატთა ბუკლეტები. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics