10:46 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-18 09:07:18, 2150 ნახვა

პოლიტიკა
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი - ილია II იყო ისრაელის და ებრაელი ხალხის მეგობარი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ: დიდი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი." , - წერს გიდეონ საარი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს გამოეხმაურა ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია. "მართლაც, ასე იყო. მადლობა, ბატონო მინისტრო და მეგობარო" - აღნიშნა ჟვანიამ.

93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.

საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა. დღეიდან, ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.

ის 17 მარტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კუჭიდან მასიური სისხლდენით, კლინიკაში გადაიყვანეს. ილია მეორე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წელს აირჩიეს. ის საქართველოს 141-ე პატრიარქი იყო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე: სიძულვილით გამარჯვება შეუძლებელია
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics