11:31 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-05 16:57:40, 32685 ნახვა

სპორტი
ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით,  ბათუმში, თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტულ-გასართობი სივრცე GOAL FITNESS იხსნება.

ახალი სპორტულ-გასართობი ცენტრი შარტავას #16-ში მდებარეობს და ის სხვადასხვა სივრცეებს გააერთიანებს, მათ შორის: ფიტნეს დარბაზს, საკვები დანამატების ბარს, კროსფიტის სივრცეს, სპორტულ მაღაზიას, საბილიარდოს, Playstation-სა და  სხვა სივრცეებს.

„GOAL FITNESS ჩვენი ახალი, მრავალფუნქციური ცენტრია, რომელიც მალე ბათუმში გაიხსნება. ჩვენი მიზანია მომხმარებლებს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის სავარჯიშო და დასასვენებელი სივრცე შევთავაზოთ, არამედ გარემო, სადაც მათ შესაძლებლობას მივცემთ კომფორტულად გაატარონ დრო, იზრუნონ ჯანმრთელობაზე და მიიღონ საუკეთესო მომსახურება.  სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარებას, სერვისების გაფართოებას და დიდ ქალაქებში ახალი ფილიალების გახსნას ვგეგმავთ“, - განაცხადა GOAL FITNESS-ის დირექტორმა, გიორგი საფარიძემ

„საქართველოს ბანკისთვის რეგიონების განვითარება და ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერება პრიორიტეტულია.  სწორედ ამ მიზნით, გვერდში ვუდგავართ ისეთ პროექტებს რომლებიც, მომხმარებლებს დამატებით, მაღალი სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. GOAL FITNESS თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცეა, რომელიც ბათუმის მაცხოვრებლებსა და ჩამოსულ სტუმრებს ჯანსაღი ცხოვრების, აქტიური განტვირთვისა და ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას”, - განაცხადა საქართველოს ბანკის წამყვანმა კორპორაციულმა ბანკირმა, თათია თურმანიძემ.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics