10:32 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 09:37:53, 1011 ნახვა

სხვადასხვა
კვირიკაშვილი: ჩვენი გეგმა ეკონომიკის გაძლიერება და შრომის ბაზარზე ორიენტირებული განათლების სისტემააა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რეფორმების პროგრამის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ მიმართულებაზე- განათლების  რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება.

კვირიკაშვილის თქმით, განათლების რეფორმის პირველი ბლოკი, პროფესიული განათლების სრულიად ახლებური მოდელია, რომელიც  დამსაქმებელთან ერთად,  სახელწმიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის  მოდელზე  აგებულ პროფესიული განათლების სისტემას  ნიშნავს, რაც თავის მხრივ,  ნიშნავს  უფრო მეტ კვლაფიცირებულ, კონკურენტუნარიან პროფესიონალს და უფრო მეტ დასაქმებულს   ქვეყანაში.

„გუშინ საზოგადოებას წარვუდგინეთ მთავრობის  რეფორმების პროგრამის  4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი  მიმართულების განათლების რეფორმის პირველი ნაწილი-ეს არის პროფესიული განათლების რეფორმა. დარწმუნებული ვართ, ის გეგმა, რომელიც გაგვაჩნია და რომელსაც  მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ, ეს არის ეკონომიკის გაძლიერება, შრომის ბაზარზე ორიენტირებული განათლების სისტემა,  თანამედროვე მიდგომებთან შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოქნილი და ეფექტური სახელმწიფო მმართველობა ნამდვილად მისცემს ქვეყანას საშუალებას, რომ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს. განათლების რეფორმის პირველი ბლოკი, რომელიც ჩვენ გუშინ წარვადგინეთ,  არის პროფესიული განათლების სრულიად ახლებური მოდელი, რომელიც  დამსაქმებელთან ერთად და სახელწმიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის  მოდელზე  აგებულ პროფესიული განათლების სისტემას  ნიშნავს, რაც ნიშნავს უფრო მეტ კვლაფიცირებულ კონკურენტუნარიან პროფესიონალს და უფრო მეტ დასაქმებულს   ქვეყანაში და ნამდვილად მისასალმებელია ეს რეფორმა.  ნიშანდობლივი ის არის, რომ პირველი ამ ოთხპუნქტიანი რეფორმათა გეგმიდან წარდგენილია  განათლების რეფორმა, რომელიც ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ოთხ მიმართულებას  შორის“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics