2015-02-12 15:09:37, 1204 ნახვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკო: მინსკის მოლაპარაკების შედეგად უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო პატიმრობიდან გათავისუფლდება
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მინსკის მოლაპარაკების ფარგლებში მხარეებმა, უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო, რამოდენიმე თვეა რუსი სამართალდამცავების მიერ არის დაკავებული. მას ბრალი საბრძოლო მოქმედებების დროს ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში და რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედება.
შეგახსენებთ, რომ მინსკში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა გუშინ საღამოს დაიწყო და დაახლოებით 16 საათი გაგრძელდა. მოლაპარაკებებში მონაწილეობას უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები იღებდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან