2022-02-04 19:48:05, 6037 ნახვა
კულტურა
უცხოური მედია - აზერბაიჯანი საქართველოდან განჯის კარიბჭის დაბრუნებას ითხოვს
„აზერბაიჯანისთვის დღის წესრიგში დადგა ჩვენი ქვეყნისთვის განჯის კარიბჭის საქართველოდან დაბრუნება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა, ანარ ქერიმოვმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესის სირთულის მიუხედავად, აზერბაიჯანში განჯის კარიბჭის, აზერბაიჯანის მემკვიდრეობისა და ისტორიის დაბრუნება, მაინც მიზნად იქნება.
„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებობს მთავრობათშორისი კომისია. აზერბაიჯანული მხარის მიერ, დღის წესრიგში დადგა ჩვენი ქვეყნისთვის განჯის კარიბჭის საქართველოდან დაბრუნება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ეს არაა მარტივი, ეს რთულია, მაგრამ ჩვენი მიზანია აზერბაიჯანში განჯის კარიბჭის, აზერბაიჯანის მემკვიდრეობისა და ისტორიის დაბრუნება“, - აღნიშნა ქვეყნის კულტურის მინისტრმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,