2015-02-03 10:50:40, 831 ნახვა
სამართალი
დიდი ოდენობით ოქროს გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად, დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის, ,,სადახლო“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით, ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა დიდი ოდენობის ოქროსგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები.
მათივე ინფორმაციით, დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 დან 5 წლამდე ითვალისწინებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან
სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა