09:29 - 20 Apr, 2026
|
2021-07-25 14:20:45, 2445 ნახვა
სპორტი
ნინო სალუქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა
ტოკიოს ოლიმპიადაზე, ტყვიის სროლაში პნევმატური პისტოლეტით ათმეტრიან დისტანციაზე, ქალთა შორის ფინალისტები გამოვლინდნენ. კონკურენციაში საქართველოს დელეგაციის ყველაზე ტიტულიანი წევრი ნინო სალუქვაძე ჩაება, მაგრამ ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად საჭირო ქულები ვერ მოაგროვა. ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის მედლის მფლობელმა ქართველმა სპორტსმენმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 567 ქულა მოაგროვა და 53 მონაწილეს შორის 31-ე ადგილი დაიკავა. ფინალში გასასვლელად კი საუკეთესო რვა სპორტსმენს შორის მოხვედრა იყო საჭირო. 30 ივლისს ნინო სალუქვაძე სპორტული პისტოლეტით 25-მეტრიდან სროლაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციის მედროშისთვის ტოკიო-2020 მეცხრე ოლიმპიადაა, რაც ქალთა შორის საუკეთესო შედეგია მსოფლიოში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)