15:14 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-31 09:24:35, 1053 ნახვა

სხვადასხვა
ბათუმის დელფინარიუმში ადამიანების ჯგუფი შეიჭრა და დელფინების გათავისუფლება მოითხოვა

ბათუმის დელფინარიუმში ახალგაზრდა მამკაცების  ჯგუფი შეიჭრა და დელფინების გათავისუფლება მოითხოვა.

მომხდართან დაკავშირებით, შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნი შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„30 აგვისტოს, ბათუმის დელფინარიუში დაახლოებით 16:00 შემოიჭრა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც თვითნებურად გაარღვია კორდონი, (უცხო პირთათვის აკრძალული ტერიტორია) ისინი შეიჭრნენ დელფინთან ინტერაქტივისთვის განკუთვნილ ზონაში და დაარბიეს სამუშაო პროცესი. დელფინარიუმის დაცვის წევრების რეაგირებას მათ ფიზიკური აგრესიითა და ცრემლსადენი ტოკსიკური აირის გამოყენებით უპასუხეს.
დაზიანებულია დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, სტრესის ქვეშ იმყოფება რამდენიმე მოქალაქე, როგორც საქართველოს, ასევე უცხოელი ვიზიტორები, რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი. 
დაფიქსირდა ვანდალური ფაქტი, რომელიც აღემატება ყოველგვარ ზღვარს ორგანიზაციული, საზოგადოებრივი თუ სხვა მსგავსი ქმედებისა. აღნიშნული ქმედება მოკლებულია მოქალაქეობრივ ეთიკას თუ თვითშეგნებას. 
დელფინარიუმის ბინადრები და ზოგადად "6 მაისის პარკში" არსებული ობიექტები ბინადრებითურთ წარმოადგენენ სახელმწიფო საკუთრებას!
ცნობისათვის, შპს "შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი" ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და საერთაშორისო მოქმედი კანონმდებლობით", - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics