13:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-01 15:42:15, 2257 ნახვა

რეგიონი
"ქართული ოცნების" ფოთის ორგანიზაციის წევრებმა სანაპირო დაასუფთავეს

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" ფოთის საქალაქო ორგანიზაციის აქტივისტებმა მალთაყვის სანაპირო ზოლზე ,"ოქროს ტბისა" და ყოფილი "ტურბაზის" პლაჟებზე დასუფთავების მორიგი აქცის მოაწყვეს.

ფოთის მერიის ინფორმაციით, პლაჟი ზღვისგან გამორიყული ნატანისგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.

დასუფთავების აქციაში „ქართული ოცნების“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია მონაწილეობდა, რომლის თქმით, მთელი ზაფხულის სეზონზე ზღვის სანაპიროს დასუფთავების ღონისძიებები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

"ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციას ფოთში ახლადჩამოყალიებბეული ველოკლუბის წევრებიც შეურთდნენ.

შეგახსენებთ ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის პროექტის ღირებულება 18 500 508 ( თვრამეტი მილიონ ხუთასიათას ხუთასრვა )ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯედტიდან დაფინანსდება.

მიმდინარე წელს დაიწყება პლაჟთან მისასვლელი გზის მშენებლობა და რეაბილიტაცია. ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მოეწყობა შიდა მომსახურების გზა ღია ავტოსადგომებით. 370 მეტრზე მოხდება საფეხმავლო გზის (ბულვარის) მშენებლობა და მცირე არქიტექტურული ფორმების განთავსება.

მთლიანად სანაპირო ზოლზე გათვალისწინებულია გაზის, ელექტროენერგიის, წყლის, საკანალიზაციო კომუნიკაციების გაყვანა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა.მალთაყვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები ივნისის ბოლოს დაიწყება და მისი ხანგრძილოვობა ორ წელიწადს მოიცავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics